ზაფხული ბორჯომში

24/06/2010 at 5:39 am (ტურიზმი)

ზაფხული ბორჯომში

ბორჯომი ქალაქ-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს      ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლისა და ბორჯომულას ნაპირებზე. იგი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 850-900 მ. სიმაღლეზეა. რელიეფი მთიანია. ტერიტორიის 60-65% ტყის მასივითაა დაფარული. ბალნეოლოგიური კურორტი მთელი წლის მანძილზე ფუნქცონირებს.
როგორ მოვხვდეთ ბორჯომში? – ბორჯომში მოხვედრის მრავალი გზა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი მიკრ-ავტობუსია, რომელიც ყოველდღე 9სთ-დან, საათში ერთხელ გადის დიდუბის ავტო-სადგურიდან. მგზავრობა ინდივიდუალურად 7 ლარი, ხოლო მიკრო-ავტობუსის დაქირავება 100 ლარი ღირს. რაც შეეხება ავტობუსებს, მათზე მგზავრობის მოთხოვნის არარსებობის გამო, რეგულარული რეისები ვერ სრულდება. შესაძლებელია კერძო მანქანის დაქირავება,რომელიც 80-100 ლარი ჯდება.
რისი ნახვაა შესაძლებელი?- ბორჯომი მდიდარია სანახობებით. მაგ: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 ძირითადი ტურისტული მარშრუტი. მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს პარკის მიდამოები და ღამე ტყეშივე, სპეციალურ, პატარა სახლებში გაათიოს. ბილიკების უმრავლესობა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს. საინტერესოა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია განსაკუთრებული მნიშვნეობის მქონე სხვადასხვა ექსპონანტი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ მწვანე მონასტერს, ქვათახევის წმ. მარიამის ეკლესიას, დაბის ეკლესას და სხვა.
საყოფაცხოვრებო პირობები: რაიონში საყოფაცხოვრებო მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არაა. მოსაწესრიგებელია წყლის სისტემა. ბაზარისა  და მარკეტის ფასები რადიკალურად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ დედაქალაქთან შედარებით ყველაფერი ორ-ჯერ ძვირი ღირს. განსაკუთრებით დიდი არაა არჩევანიც. ვერსად ნახავთ სუვენირების დახლებსა და ბუტიკებს, თუმცა ეს ალბათ ბორჯომზე წარმოდგენას არ აკნინებს. აქ მთავარი ხომ ბუნება და დასვენებაა.
სასტუმროები: სასტუმროების თვალსაზრისით ბორჯომში ნორმალური მდგომარეობაა. ფასები უცხოურ კურორტებთან შედარებით მინიმალურია და ქართველებისათვის ხელ-მისაწვდომია. შესაძლებელია სახლებში ოთახების დაქირავებაც, რომელიც საშუალოდ დღეში 30-35 ლარიდან იწყება.

კვება: ბორჯომში, ისევე როგორც საქართველოს ყველა ქალაქში   რესტორნების ნაკლებობა არ იგრძნობა. თუმცა ყოველდღე რესტორანში სამჯერადი კვება ჩვეულებრივი ტურისტისათვის ძვირი სიამოვნებაა. ქალაქის ცენტრში არის რამდენიმე კაფე, თუმცა ისინი ადგილობრივ მცხოვრებთა მოწონებითაც კი ვერ სარგებლობენ. ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები თვლიან, რომ საუკეთესო საშუალებაა ბორჯომს გარეთ გასვლა და გემრიელად მირთმევა. მათთვის კი ვისაც ბუნებაში, სუფთა ჰაერზე სურს დასვენება და გემრიელი კერძების მირთმევა, შეუძლია გზად მდებარე ,,კოტეჯ-რესტორნებს” ეწვიოს და მიირთვას უგემრიელესი კეცზე შემწვარი სოკო.
სპორტული შესაძლებლობები: რაფტინგი – ვისაც იტაცებს ექსტრემალური სპორტი, მთის მდინარეების ჩქარი დინება არ აშინებს, უყვარს სირთულეების დაძლევა, ვისთვისაც სისწრაფე სიამოვნებაა – მათთვის რაფტინგი მტკვარზე ნამდვილი აღმოჩენაა. მოსინჯეთ თქვენი ძალები, სისწრაფის თავბრუდამხვევი შეგრძნება, მჩქეფარე ტალღების სიგრილე, ულამაზესი ჭალა, ბორჯომის ხეობის სილამაზე, სიცოცხლისა და დასვენებას უფრო ხალისიანს ხდის. ხოლო მათ, ვისაც უფრო მშვიდი დასვენება უყვარს, ბუნებაში ცხენით გასეირნება შეუძლია.
მინერალური წყლები: ის, რაც მთავარია და რისთვისაც ძირითადად სტუმრობენ ბორჯომს, ეს არის მინერალური წყალი.  ის მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო ელემენტებითა და მრავალი დაავადების წინააღმეგ საუკეთესო სამკურნალო – პროფილაქტიკური საშუალებაა. წყალი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, საუნთქი ორგანოების, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. ხეობაში რამდენიმე წყარო ამოდის და ყოველი მათგანი განსხვავებული თვისებით ხასიათდება. ბორჯომის პარკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს  ე.წ. ,,სერნების აუზები”, რომლებშიც ჩაედინება მიწიდან ამომავალი გოგირდოვანი წყლები.
დღეს ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო იცნობს. წყლის უნიკალურობას, ახლა უკვე საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებს.
გართობა: ბორჯომ-პარკში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ყველა საშუალებაა იმისათვის, რომ დამსვენებელმა მიიღოს სიამოვნება. პარკში მოწყობილია კინოთეატრი, ატრაქციონი ბავშვებისათვის და სპეციალურად შემინული დარბაზი, სადაც საქართველოს მაკეტი ინახება. კვლავინდებურად ფუნქციონირებს საბაგირო. პარკს იცავს დაცვის პოლიცია და შესაბამისად უსაფრთხობაც დაცულია. ქალაქში არის რამდენიმე ბარი და ღამის კლუბი სადაც ახალგაზრდებს მოწყენა არ ემუქრებათ. თუ ტრადიციების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ ბორჯომს ოქტომბერში უნდა ესტუმროთ. ამ დროს იმართება სახალხო დღესასწაული ,,ბორჯომობა”, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თავისებური წესებით აღნიშნავს.
მოკლედ, თუ გადაღლილი ხართ და დასვენება გადაწყვიტეთ, ბორჯომი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განტვირთვისა და სიამოვნებისათვის.

მარიანა მანელიძე

Permalink Leave a Comment

შოვი

24/06/2010 at 5:24 am (ტურიზმი)

შოვი საქართველოს ერთ–ერთი ბალნეოლოგიური კურორტია. ის დასავლეთში, ქუთაისიდან 147 კილომეტრზე მდებარეობს. ზემო რაჭაში კურორტი 1929 წელს დაარსდა. ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა და სწორედ ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან კავკასიონის მწვერვალები ესაზღვრება, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით კი კავკასიონის ქედი. ზაფხული აქ ზომიერად თბილია(ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16ოჩ). ზამთარში საკმაოდ ცივა(იანვრის საშუალო ტემპერატურაა –6ოჩ).

შოვი ცნობილია ტყეებით, რომლებიც მთლიანობაში 25 ათას ჰექტარს იკავებს. აქ წარმოდგენილია ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური წყლები. კურორტის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე მინერალური წყალია აღმოჩენილი. ყოველი მათგანი განსხვავდება შემადგენლობით. ძირითადად კი კალციუმის შემცველობით გამოირჩევა.

აქ მოდიან ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები, ანემია და სხვა.

ამ დანიშნულებით კურორტი მაისის თვიდან ოქტომბრამდე ფუნქციონირებს. საშუალოდ ერთი ღამის გათევა 20 ლარამდე ჯდება.

გარდა ამისა, შოვის ადგილმდებარეობა ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვისთვისაც ზედგამოჭრილია. ცნობილია, რომ კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია ისეთი მწვერვალები, სადაც ვერცერთმა ალპინისტმა მოახერხა მიღწევა. ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მეტრია.

აქაური მთის მდინარეები ბაიდარებით ჩქაროსნული დაშვების მოყვარულთა ყურადღებასაც იპყრობენ.

შოვი პატარა, მაგრამ მყუდრო კურორტია. მართალია, წინა წლებთან შედარებით იქ სამკურნალოდ ნაკლებად ჩადიან, მაგრამ სტუმრები ყოველთვის ჰყავს.

მარიანა მანელიძე

Permalink Leave a Comment

წყალტუბო

24/06/2010 at 5:16 am (ტურიზმი)

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ რევმატიული დაავადებებით იმდენად              შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა           სამკურნალო კურსს,  რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ქუთაისიდან    7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე    მდებარეობს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების   საშუალებას.

უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.)      ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (33-350ჩ) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მღვიმის კეთილმოსაწყობად.)

ს/ს “ბალნეოსერვისის” ბალნეოთერაპიულ კომპლექსში (სააბაზანო #6, ე.წ. “სტალინის აბაზანა”) მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობითა და თერმული აბაზანების, ჰიდრომასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და სხვა სამკურნალო პროცედურების დახმარებით მიიღწევა მრავალი დაავადების ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 15-20 დღე.

მარიანა მანელიძე

Permalink Leave a Comment

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

23/06/2010 at 6:17 pm (ტურიზმი)

საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის. თვალწარმტაცი ბუნაბა, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო _ ქმის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.
დღეისათვის ტურიზმი საქართველოში განვითარების ახალ, ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე იმყოფება და მიმდინარე რეფორმების ფონზე, ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ და ნელა მიმდინარეობს. საქართველოს, თავისი ბუნებრივი რესურსებით, შეუძლია კონკურენცია გაუწიოს საფრანგეთს, ჩინეთს ესპანეთს, იტალიას.
.ტურიზმის ისეთი სახეობების როგორიცაა ეკო ტური, ფოტო ტური, რეკრეაციული ტური,
ექსტრემალური ტური, სალაშქრო ტური, მთის ველო ტური, კულტურული ტური, უფრო მრავალფეროვანს გახდის საქართველოს მიერ შეთავაზებულ ტურისტულ პროდუქტს.
საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი რომ გააჩნია ეს უცხო და ახალი არავისთვის არაა. თუმცა ეს უძველესი ქვეყანა,
ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალი და აღმოუჩენელია. ტურიზმი ხომ სწორედ ის სფეროა, სადაც წარმატება სწორედ იმაზეა დამიკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ტურისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამდენად, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ექსტრემალური, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანის გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. უცხოელი ტურისტების ნაკლებობაზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს. კერზოდ, ამ კვლევის მიხედვით, თუ 2007 წელს გუდაურში ჩამოსული ტურისტებიდან 9% ამერიკელი იყო, ხოხლო ბაკურიანში – 50%, 2008 წელს ამერიკელი ტურისტი არც ბაკურიანში და არც გუდაურში არ ჩამოსულა. რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, 2008 წლის, რუსეთ საქართველოს ომი იყო. ასევე
საერთაშორისო კვლევებით, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დასვენება ყველაზე ძვირია.
ილისა უნივერსიტეტის, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორის, კობა არაბულის განცხადებით შესაძლებელია ამ ნაკლოვანებების დაძლევა თუ ყურადღება მიექცევა შემდეგ ფაქტორებს: დაბალი ფასები, განვითარებული სატრანსპორტო საშუალებები, უკეთ მომზადებული მომსახურე პერსონალი…
მრავალ პრობლემას აწყდება ტურისტი უშუალოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც. მაგალითად,  რაჭაში ან სვანეთში ჩასული სტუმარი ვერსად ნახულობს სასტუმროს ან  რესტორანს. იგივე PANბა ქვეყნის ეროვნულ პარკებშიც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
`PAN“ სტატუსი მიენიჭა, რაც ევროპის მასშტაბით მის ღირსშესანიშნავობას ადასტურებს, მაგრამ აქაც არაა ისეთი აუცილებელი ობიექტები, როგორიცაა გზის მაჩვენებელი ნიშნები, საპირფარეშოები, გადაუდებელი დახმარების პუნქტები და ა.შ
ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ბექა ჯაყელის განცხადებით, „ დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ტურისტების მოსაზიდად, არამედ
დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდისთვის. სწორედ სახელმწიფოს და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება.
ეკატერინე დავითაშვილი

ტურიზმის განვითარების პერსპექტიები საქართველოში
საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის. თვალწარმტაცი ბუნაბა, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო _ ქმის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.
დღეისათვის ტურიზმი საქართველოში განვითარების ახალ, ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე იმყოფება და მიმდინარე რეფორმების ფონზე, ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ და ნელა მიმდინარეობს. საქართველოს, თავისი ბუნებრივი რესურსებით, შეუძლია კონკურენცია გაუწიოს საფრანგეთს, ჩინეთს ესპანეთს, იტალიას..ტურიზმის ისეთი სახეობების როგორიცაა ეკო ტური, ფოტო ტური, რეკრეაციული ტური,ექსტრემალური ტური, სალაშქრო ტური, მთის ველო ტური, კულტურული ტური, უფრო მრავალფეროვანს გახდის საქართველოს მიერ შეთავაზებულ ტურისტულ პროდუქტს. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი რომ გააჩნია ეს უცხო და ახალი არავისთვის არაა. თუმცა ეს უძველესი ქვეყანა,ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალი და აღმოუჩენელია. ტურიზმი ხომ სწორედ ის სფეროა, სადაც წარმატება სწორედ იმაზეა დამიკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ტურისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამდენად, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ექსტრემალური, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანის გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. უცხოელი ტურისტების ნაკლებობაზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს. კერზოდ, ამ კვლევის მიხედვით, თუ 2007 წელს გუდაურში ჩამოსული ტურისტებიდან 9% ამერიკელი იყო, ხოხლო ბაკურიანში – 50%, 2008 წელს ამერიკელი ტურისტი არც ბაკურიანში და არც გუდაურში არ ჩამოსულა. რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, 2008 წლის, რუსეთ საქართველოს ომი იყო. ასევესაერთაშორისო კვლევებით, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დასვენება ყველაზე ძვირია. ილისა უნივერსიტეტის, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორის, კობა არაბულის განცხადებით შესაძლებელია ამ ნაკლოვანებების დაძლევა თუ ყურადღება მიექცევა შემდეგ ფაქტორებს: დაბალი ფასები, განვითარებული სატრანსპორტო საშუალებები, უკეთ მომზადებული მომსახურე პერსონალი…მრავალ პრობლემას აწყდება ტურისტი უშუალოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც. მაგალითად,  რაჭაში ან სვანეთში ჩასული სტუმარი ვერსად ნახულობს სასტუმროს ან  რესტორანს. იგივე PANბა ქვეყნის ეროვნულ პარკებშიც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს `PAN“ სტატუსი მიენიჭა, რაც ევროპის მასშტაბით მის ღირსშესანიშნავობას ადასტურებს, მაგრამ აქაც არაა ისეთი აუცილებელი ობიექტები, როგორიცაა გზის მაჩვენებელი ნიშნები, საპირფარეშოები, გადაუდებელი დახმარების პუნქტები და ა.შ
ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ბექა ჯაყელის განცხადებით, „ დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ტურისტების მოსაზიდად, არამედდაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდისთვის. სწორედ სახელმწიფოს და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება.

ეკატერინე დავითაშვილი

Permalink Leave a Comment

დაცული ტერიტორიები ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი

23/06/2010 at 12:48 pm (განათლება, პორტრეტი, ტურიზმი)

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია საქართველოში. იგი შეიქმნა 1995 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით. 2001 წელს ოფიციალურად გაიხსნა. იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც გამოირჩევა სიდიდით. Mმისი ფართობი 5,3 ათასი კმ2-ია (61235ჰა) და ვრცელდება 6 ადმინისტრაციულ რაიონში. მცირე კავკასიონის სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ქვეზონას მოიცავს..

2007 წლის 1 თებერვალს პარკი გაწევრიანდა ევროპის დაცული ტერიტორიების PAN-PARKS ქსელში, რომელიც მოიცავს პორტუგალიის, კენედა-გეროს, ბულგარეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ნაციონალურ პარკებს. მიუხედავად ამისა, აქ არ არის ისეთი აუცილებელი ობიექტები, როგორიცაა მაჩვენებელი ნიშნები, საპირფარეშოები, გადაუდებელი დახმარების პუნქტები.

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ტაბუნიძის, განცხადებით დაცული ტერიტორიების სერთიფიცირება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: “პარკი უნდა იყოს მინიმუმ 20 000 ჰექტარის და აქედან 10 000 ჰექტარი ველური ბუნება (ხელშეუხებელი ბუნება) ეს არის ძირითადი, თუ პარკი აკმაყოფილებს ამ კონკრეტულ მოთხოვნას, მას შეუძლია დაიწყოს ფიქრი გაწევრიანების პროცეზე. რაც შეეხება ობიექტების არ არსებობას მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვთ. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელი დახმარების პუნქტები დაცულ ტერიტორიაზე არსად არ არის. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეროვნული პარკის რეინჯერებს და გიდებს გავლილი აქვთ პირველადი დახმარების ტრენინგები, რაც გულისხმობს ადგილზე შეძლებისდაგვარად პრობლემის მოგვარებას”
ეროვნული პარკი ცნობილია კოლხეთისა და კავკასიის ფაუნით. Aამჟამად პარკის ტერიტორიაზე 9 ტურისტული ბილიკი ფუნქციონირებს, მათ შორის საგანმანათლებლო (1,5 საათი. 3 კმ), სალაშქრო, საცხენოსნო(2 დღე. 34 კმ). ბილიკების უმრავლესობა მოქმედია აპრილ-მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ტურის შერჩევა შესაძლებელია სურვილისა და ფიზიკური შესაძლებლობის მიხედვით.
პარკის შემოგარენში გვხვდება ისეთი ისტორიულ-კულტურული ძეგლები როგორიცაა ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), მწვანე მონასტერი, გოგიასა და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან, ვახანის და ოქროს ციხეები, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ციკლოპური ნამოსახლარი. განვითარებულია ველო, სამანქანო, ფოტო, საკარვე და სალაშქრო ტურები.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ეროვნულმა პარკმა დიდი ზიანი განიცადა. პარკში დაიწვა 500 ჰექტარზე მეტი ტყე. რამაც საგრძნობლად შეამცირა ტურისტთა რაოდენობა. ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სრულად მოხდეს განადგურებული ტერიტორიის აღდგენა.
ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებას მიხეილ რომანოვის სახელს უკავშირებენ. რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე მეორემ ძმას (მიხეილ რომანოვს) მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა. უნებართვოთ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის შემდეგ კი ეს ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.

ეკატერინე დავითაშვილი

Permalink Leave a Comment

რა არის ტურიზმი?

21/06/2010 at 10:14 am (ტურიზმი)

ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა,ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად.დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება, უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებითი გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენლებისათვის საზაფხულო აგარაკები და რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, მე-17 საუკუნის მიწურულს ტურისტებს უწოდებენ.სამრეწველო რევოლუციის შემდეგ გამოგონილ იქნა ორთქმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი გავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა-იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში 1841 წელს ინგლისელმა კომერსანტმა თომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. მან შეისყიდა მატარებლის ბილეთები და შემდეგ იგი მიყიდა მგზავრობის მსურველებს, ხოლო გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თვითონვე იკისრა. ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული.აღსავიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით”თომას კუკ ენდ სან”.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება. თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30 იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა- თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტების აქტიობას.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარება. 1950 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია, 1970 წელს- 170 მილიონს, 1990 წელს კი-400 მილიონს. ამჟამად თითქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში.მე-20 საუკუნის ბოლოს მთელს მსოფლიოში 4,5 მილიონი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ტურისტები რომლებიც ყოველწლიურად 100-150 მილიარდ აშშ. დოლარს ხარჯავენ.

ტურისტულ მოგზაურტა გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება:საერთაშორისო ტურისტების 23 ევროპის ქვეყნებსი მოგზაურობს, შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონი არის ამერიკა, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარ ოკეანის აუზის ქვეყნები და აფრიკა.ერთი წლის განმავლობაში მიღებული ტურისტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე პოპულარული ქვეყნებია:70 მილიონი-საფრანგეთი, 48 მლნ-ესპანეთი, 47 მლნ-აშშ, 35 მლნ-დიდი ბრიტანეთი, 16 მლნ-ით მე-13 ადგილზეა რუსეთი.
დღეს აქტიურ ტურიზმის სახეობებს წარმოადგენს: სამკურნალო ტურიზმი, სამთო ტურიზმი, სპორტული ტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, ეკო ტურიზმი, ბიზნეს ტურიზმი, ექსკურსია. სანახავ ობიექტებში იგულისხმება:არქიტექტურული ძეგლი, ბუნების ძეგლი, ისტორიული ძეგლი, კულტურულ-სანახაობითი ლანდშაფტი, მუზეუმი, სპორტული სანახაობა, ფესტივალები ან ქალაქი.
პოპულარული ტურისტული რეგიონებია:ანტალია, ბალეარის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები, ისრაელი, კანარის კუნძულები, კოსტა რიკა, კუნძული ბალი, მალტა, პარიზი, რომი, საფრანგეთი, სეიშელის კუნძულები და ა.შ.

მარიანა მანელიძე

Permalink Leave a Comment

კახეთი როგორც ტურისტული ცენტრი

19/06/2010 at 6:05 pm (ტურიზმი)

კახეთი, ეს ის მხარეა, რომელიც ყველა სტანდარტულ ტურში ზის. ის მოიცავს დავით გარეჯის, სიღნაღის, ბოდბის, ალავერდის, გრემის, ნეკრესის, შუამთის, იყალთოს, ერეკლე 2-ის სასახლისა და წინანდალის დათვალიერებას.
უცხოელ ტურისტთა 10 კაციან ჯგუფს ტურისტული პაკეტი კახეთის მიმართულებით დღეში 150-300 დოლარი უჯდება. ფასები იზრდება და კლებულობს ტურისტთა რაოდენობის მიხედვით. პაკეტში შედის: აეროპორტში დახვედრა და გაცილება, გიდის მომსახურება, ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება, სატრანსპორტო საშუალება საწვავთან ერთად, 3 ჯერადი კვება და სასტუმრო. რიგ შემთხვევებში ჯანმრთელობის დაზღვევა. ტურისტს ევალება პირადი ხარჯების დაფარვა. თუ ტურისტები არ ითხოვენ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს, ფასები იწევს დღეში 80 დოლარამდე. 
ქართველი ტურისტებისათვის ფასები განსხვავებულია. ტურისტები ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან. 2 დღიანი ექსკურსია თბილისიდან კახეთში 70 ლარი ჯდება. პაკეტში დამატებით შედის ფოტო და აუდიო გადაღებები, მაგრამ არ მოიცავს კვებას და სატუმროს ფასის შესაბამისია.
რას ნახავს და მოისმენს ტურისტი ამაზე გვესაუბრა ნანჩო ხიზანიზშვილი, გიდი: ,,კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ეკლესია-მონასტრებია. ბევრ მათგანს ვათვალიერებინებთ ტურისტს. ვუყვებით ისტორიას და ამ ადგილების მნიშვნელობას ქართველი ერისათვის. ვიწყებთ ბოდბით, ვუხსნი, რომ ამ მონასტერში განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმ. ნინო. მან თავისი ღვაწლით წარმათობის ნისლით დაფარული ერი, ჭეშმარიტების ნათელს აზიარა. შუა საუკუნებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები.  მე-17 საუკუნიდან მონასტერმა საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა. 1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. 1991 წელს ის კვლავ აღდგა.
ბოდბის მონასტრიდან 1 კილომეტრში არის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული წყარო, რომელზეც აშენდა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. ამ წყაროს ბევრი სნეული ადამიანი განუკურნავს.
შემდგომ მივემართებით სიღნაღისაკენ, რომელიც თურქული სიტყვაა და ნიშნავს აუღებელს. თავდაპირველად თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. სწორედ აქ გადიოდა ძველი საქარავნო გზა. სიღნაღი იმითაა ტურისტებისათვის მიმზიდველი, რომ ხით ნაშენებ აივნებს, ცვლის თანამედროვე მინის შენობები და შადრევნები, ისე რომ ერთიანობა არ ირღვევა. გარეგნულ სიძველეში ახლის სუნი ტრიალებს.
ალავერდი- თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და ,,ღვთისგან ნაბოძებს’’ ნიშნავს. ეს სახელი დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასა და მოსავალთან. ტაძარი აიგო მე-11 საუკუნეში. სამების შემდგომ ყველაზე მაღალი ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე 50 მეტრია. ალავერდის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობისაგან შედგება. აქ იყო ეპისკოპოსის  სასახლე, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა. აქვეა ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე. სწორედ ამ ტაძარის საკურთხევლის ქვეშაა დასვენებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.
შემდგომი მარშრუტია გრემი. ის მე-16 საუკუნეში 3 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი მთავარანგელოზთა კომპლექსია, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობანი. ეს ნაწილი შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით და ჰქონდა საიდუმლო გასავლელი მდინარისაკენ. მე-2 ნაწილი – სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, აგურით ნაგები აბანო და სხვა. მე-3- სავაჭრო უბანი.
ტურისტს ყველა მათგანს ვათვალიერებინებთ.
გზა ნეკრესისკენ გრძელდება. ტურისტებს სამონასტრო კომპლექსისაკენ მიგვყავს.  ეს არის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნის მე-3 ნახევრით. ეკლესიის დათვალიერების შემდგომ მივემართებით შუამთისკენ.
შუამთის კომპლექსი 3 ეკლესიას მოიცავს. ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა. იგი მე-5 საუკუნით თარიღდება. კომპლექსში შედის მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ის დაცარიელებულია. მისი სიძველე და ამავე დროს სიმყარე უცხოელ ტურისტებს ძალიან ხიბლავს.
იყალთო- ტურისტებს მონასტრის ტერიტორიაზე ვათვალიერებინებთ 3 ეკლესიას ღვთაების, ყველაწმინდისა და სამების. აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევებს. იქვეა წარმოდგენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობა. აკადემიის შენობა როგორც ჩანს განკუთვნილი იყო სამეცნიერო შეკრებებისათვის. ეკლესიათაგან ერთ-ერთი მთავარია ფერისცვალების ეკლესია.
წინანდალი- ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. აღსანიშნავია მამულში მდებარე ენოთეკა, თავისი უძვირფასესი ღვინის კოლექციით. დაცულია 70 დასახელების ღვინო. საცავი კი წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას. და ბოლოს მეფე ერეკლეს სასახლე თელავში 2 ეკლესიით, სასახლით, აბანოთი და გვირაბით’’.
ექსკურსია ამით არ მთავრდება. თუ ტურისტები ბავშვები არიან გიდი მათ ვიქტორინას უტარებს ექსკურსიაზე ნანახისა და მოსმენილის შესახებ. ვინც ყველაზე მეტს და სწორად უპასუხებს დაჯილდოვდება.
უფროსი თაობის წარმომადგენლებს ყველაფერს დაწვრილებით უყვება. დამქანცველი ექსკურსიის შემდგომ ცდილობს გაამხიარულოს ტურისტები სასაცილო ამბებით.
და ბოლოს აეროპორტში ცრემლიანი თვალებით გამომშვიდობებაა.
ტურიზმი საქართველოში ეხლა ვითარდება, ამიტომ დასახვეწი ბევრია. უცხოელებისათვის განსაკუთრებით თვალშისაცემია გზაზე საპირფარეშოების არ არსებობა, ხოლო სასტუმროებში უხარისხო მომსახურება. მიუხედავად ამისა ნანახით აღტაცებულები არიან და ტურისტების რაოდენობცა დღითიდღე იზრდება.

თამთა შენგელაია

Permalink Leave a Comment

თბილისის ტურისტული იერსახე

14/06/2010 at 6:19 pm (ტურიზმი, Uncategorized)

თანამედროვე კონსტრუქციები, ძველი ტაძრები, დედამდინარე მტკვარი, ქვაფენილიანი დაღმართები  და მოდური ქუჩები–ეს ყველაფერი ერთიანდება  მზის და ვარდების ქალაქ თბილისსში. ტურისტები საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში არც მის დედაქალაქს უნდა სტოვებდნენ უყურადღებოდ, შესაბამისად სასურველია ქალაქი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სრულიად ამიერკავკასიის გეოგრაფიული ცენტრი– თბილისი ამ დროისთვის წარმოადგენს უძველესი ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობით გაჟღენთილი ინფრასტრუქტურის ნაზავს.  ძველი უბნები, ძველებური ეზოიანი სახლებით, პატარა ჩიხები, ძველი ტაძრები და თითქოს სხვა განზომილება შეუმჩნევლად თუ შესამჩნევად გადადის  თანამედროვე დიზაინის შენობებში, ფერად–ფერად ფასადებში, მოცეკვავე თუ მომღერალ შადრევნებსა და მოდურ ქუჩებად აღიარებულ ადგილებში.

ზოგადად არსებობს კულტურაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული ტურისტულად მიმზიდველი ქალაქები.  საქალაქო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს ეკონომიკური სიძლიერე, ინფრასტრუქტურა, კულტურულად და გასართობად მიმზიდველობა. ეს ყველაფერი შეიცავს ქალაქის გარეგნულ იერსახეს, ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებს, არქიტექტურულ თუ არქეოლოგიურ საგანძურებს და ა.შ…  საინტერესოა რა მდგომარეობაა ამ მხრივ თბილისში, არის თუ არა ტურიზმი აქ ჩანასახოვან მდგომარეობაში, ხელს უწყობს თუ აფერხებს ტურისტების მოზიდვას, დედაქალაქში სისტემატიურად მიმდინარე  სარეაბილიტაციო პროგრამები? გაჩენილ კითხვებს ყველაზე უკეთ ტურისტები უნდა პასუხობდნენ, სწორედ მათი პრეროგატივაა დააკვირდნენ ქალაქს და სიამოვნება მიიღონ სტუმრობით.

შარდენის ქუჩა უცხოელი სტუმრების  ნაკლებობას არ უჩივის, განსაკუთრებით დილის საათებშია  შესამჩნევი, ფოტოაპარატებით მოსიარულე ტურისტები. მათი ნაწილი ძველი ისტორიული ადგილებით არის მოხიბლული–ნარიყალა, ძველი თბილისის უბნები, ნაწილს ქალაქის თანამედროვეობა ხიბლავს.

რაინერ ფლაფერთი (ტურისტი გერმანიიდან)

,,მე უპირატესობას ვანიჭებ თბილისის ძველ ნაწილს. მომწონს ის ადგილები სადაც წარმოჩენილია ძველი სტილის შენობები თუ სახლები. თანამედროვე ნაგებობების ნახვა ყველგან შემიძლია, ხოლო ის რაც თბილისშია შემონახული,  მხოლოდ ამ ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა ქალაქებისგან.“

ანა (ტურსიტი საბერძნეთიდან)

,,ჯერ მხოლოდ ერთი დღეა რაც აქ ვარ, მაგრამ უკვე მოვასწარი მენახა გარკვეული ადგილები. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, ძველი შენობა–ნაგებობები უფრო საინტერესო სანახავია, რადგან უფრო  ორიგინალურია და ასეთი შენობების ყურების დროს ისტორიაც უკეთ იკითხება.“

პეტროს პარაიგიოსი ( ტურისტი საბერძნეთიდან)

,,მე ვნახე ძველი თბილისის რაღაც ნაწილი და ასევე ვიხილე  თანამედროვე შენობები, მართალია მომწონს ძველი თბილისი, თუმცა მიმაჩნია რომ ბევრი რამ უნდა წავიდეს წინ და მოხდეს რეკონსტრუქციები, რომ  ეს ყველაფერი უკეთესად წარედგინოს ხალხს. ძველი შენობები და ტაძრები კარგია, როცა ისინი  კარგად არიან შემონახული,შესაბამისად ხალხს მაშინ სიამოვნებს მათი ცქერა, როცა ისინი კარგად გამოიყურებიან. არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა ახალი ხიდები, ძალიან ლამაზია.“

დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ისტორიული ფასეულობის მქონე ადგილები გააერთიანა ძველი თბილისის რაიონში. მათ მიჩნიათ რომ ამ რაიონს დიდი როლი ენიჭება ქალაქის უფრო მიმზიდველად წარმოჩენაში, იმის გათვალისწინებით რომ საქართველო უკვე გახდა ევროპის ტურისტული ორგანიზაციის წევრი სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობა მატულობს.

,,ბუნებრივია ქვეყანას რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე დედაქალაქი გააჩნია, ეძლევა იმის უნიკალური შანსი, რომ ტურიზმი დიდი შესაძლებლობებით განავითაროს, ეს აამაღლებს ქვეყნის რეპუტაციას მის საზღვრებს გარეთ, დადებითად იმოქმედებს მის იმიჯსა და პოპულარიზაციაზე’’–იუწყებიან თილისის მერიიდან ოფიციალური საიტის მეშვეობით.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თბილისი დღეისათვის თავისთავში აერთიანებს შუა საუკუნეების სტილს, საკუთარი  ციხეებით, სასახლეებით, ტაძრებითა და მეჩეთებით და ევროპულ სტილს თავისი მოდერნიზებული შენობებით, რომლებშიც მაინც იგრძნობა რაღაც თავისებური და თვითმყოფადი–თბილისური. სწორედ ეს ორი ნაწილი ქმნის მთლიანობაში იმ უნივერსალს,რამაც ტურისტები უნდა მოხიბლოს.

თამარ გულედანი

Permalink Leave a Comment

ღვინის ტურიზმი

08/06/2010 at 1:57 pm (ტურიზმი)

ვაზის სამშობლოში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს. ამის საფუძველს საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

ღვინის ადგილი ტურიზმში ქვეყანაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობებით განისაზღვრება. იგი კულტურის ნაწილი და სარფიანი შემოსავალია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანისათვის. ბირმული ვენახი 1997 წელს ბერტ მორსბახმა დაარსა, ვაზი ტროპიკებში გაახარა და ყოველწლიურად მიანმას ათასობით ტურისტი შესძინა. სამხრეთ აფრიკაში კი ”სტელენბოშის ღვინის გზა” უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

ტურიზმის არსი სხვის სიამოვნებასა და საკუთარ მოგებაშია. საქართველოს შეუძლია სასიკეთოდ გამოიყენოს ყურძნის უნიკალური ჯიშების სახით არსებული რესურსი. მალხაზ ხარბედიას თქმით, ღვინის ტურიზმი ჯერ მხოლოდ ჩანასახოვან ფორმებში არსებობს.

ღვინის ტურიზმი ვაზის დაკრეფვის, დაწურვის, ღვინის დაყენებისა და დაჭაშნიკების პროცესის გარდა, ეკლესია-მონასტრების დათვალიერებს, ქართულ სუფრასა და ეკლესია მონასტრების დათვალიერებასაც მოიცავს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბექა ჯაყელის ცნობით, არ არსებობს დაბრკოლება ჩვენს ქვეყანაში ღვინის ტურიზმის გასავითარებლად. ღვინის ტურიზმის ობიექტი უნდა იყოს თავად ქართველი. ტურიზმში ჩართული კახელი მეღვინე უნდა სტუმრობდეს რაჭას, იცნობდეს სხვა კუთხის ტრადიციებს. ტურიზმის მთავარი არსი ხომ ტურისტის კმაყოფილებაში და იმ ადგილის ხელეორედ ნახვის სურვილშია. ამ ეტაპზე ღვინის პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.

ვიკა შარია, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტში ღვინის ტურიზმის საკითხებზე მუშაობს ამბობს: “საქართველოს სხვადასხვა კუთხეს გააჩნია პოტენციალი ღვინის ტურიზმში ჩასართავად. ასპინძის რაიონში მესხური ტერასებია,სამცხე- ჯავახეთში უძველესი ვაზის ჯიშებია აღმოჩენილი. საპილოტედ კახეთი ავიღეთ. გლეხური წესით დამზადებული კახური ღვინო ცნობილ საფირმო ღვინოებს არაფრით ჩამოუვარდება. იგი მდიდარია ტანინით და სამკურნალო თვისებები გააჩნია”.

პატარა კერები უკვე არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. სოფელ ნაფარეულში, ალაზნისა და ლოპოტას შესართავთან ძმები გამტკიცულაშვილების საგვარეულო ”ძველი მარანი” ტურისტებს ღვინის ტურს მთელი წლის მანძილზე სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ ღია და დახურული ტიპის მარნების დათვალიერება, ღვინის დაჭაშნიკება, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა სექტემბერ-ოქტომბერში, თათარის მომზადება და ჩურჩხელების ამოვლება.

ყვარლის რაიონში კლდეში ნაკვეთ გვირაბში ღვინის საცავია, რომელიც წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს ტემპერატურას 14-დან 16 გრადუსამდე. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ ღვინოებს.

წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის მამულში XIX საუკუნის ენოთეკაა, ღვინის უძველესი კოლექციით. ველაზე ძველი სასმელი _ ”პოლონური თაფლი” 1814 წლისთ თარიღდება.

”სიყვარულის ქალაქად” წოდებული სიღნაღი ” ღვინის” ქალაქი უნდა ყოფილიყო. ბექა ჯაყელის ცნობით, გადამწყვეტი როლი ქორწინების სახლის 24 საათიანმა მომსახურებამ ითამაშა.

კახეთი, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შემოდგომაზე ”ღვინის ფესტივალის” მასპინძელია. გლეხები ფესტივალის სტუმრებს მათ მიერ დაწურულ ღვინოს სთავაზობენ, კომპანიები კი საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მომზადდა სარეკომენდაციო პაკეტი ღვინის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის ინიციატივით, 2010 წლის 15-დან 20 ივნისის ჩათვლით იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონგრესი. განიხილება ღვინის ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მეღვინეები და მოწვეული სპეციალისტები. ასევე, შექმნილია მუდმივგანახლებადი საიტი _ ვინეტოურს.გე, რომელიც მოგზაურებს დაეხმარება თავად შეარჩიონ ღვინის ტური და იმოგზაურონ ღვინის ”სამყაროში”.

თეონა ფურცხვანიძე

Permalink Leave a Comment

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს

08/06/2010 at 1:24 pm (ტურიზმი)

ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს დაცული ტერიტორიების სიაშია და მას განსაკუთრებული ტურისტული მნისშვნელობა აქვს. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და განფენილია აღმოსავლეტ კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 3500 მეტრზე . 2003 წელს დაცული ტერიტორიები გაფართოვდა და მის ფუნქციონირებაში შევიდა ტურიზმის განვითრება მისი ინტეგრირების მიზნით ნაკრძალის ბაზაზე. ამჟამად 2 დაცული ტერიტორიაა: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ნაკრძალი. ტურისტებს ნაკრძალში შეუძლიათ სხავადასხვა ტურების ორგანიზება როგორიცაა ფრინველებზე დაკვირვება, სათავგადასავლო ლაშქრობები, ისტორიულ- კულტურული ტურები, ტურები მოყვარულთათვის , სამოყვარულო თევზაობა, კემპინგი და კარვებში ღამის თევა. ადმინისტრაცია ტურისტებს ასევე სთავაზობს ოთხ საფეხმავლო მარშრუტს: ლაგოდეხის ჩანჩქერი ( 1 დღე. სიგრძე- 7კმ.), გურგენიანის ჩანჩქერი( 1 დღე. სიგრძე-8 კმ.),მაჭის ციხე(1 დღე. სიგრძე- 8 კმ.), სამანქანო- საცხენოსნო მარშრუტი შავი კლდეების ტბა, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ(3 დღე. სიგრძე-50 კმ.). ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენელი ნათია შალვაშვილი ამბობს, რომ ტურისტების რიცხვმა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად იმატა და ყოველ წელს უფრო მეტი ტურისტი მოდის , ვიდრე წინა წელს. თუმცა ის არ ასახელებს ტურისტების ზუსტ რიცხვს დაამბობს, რომ არ შეუძლია ამ მაჩვენებლის ზეპირად დასახელება. ხოლო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორმა( სახელი და გვარაი) ინტერვიუზე საერთოდ უარი განაცხადა. ნაკრძალში უმეტესად გერმანელი პოლონელი ბრიტანელი ტურისტები ჩამოდიან. წელიწადის სხვა დროს ნაკრძალს შვეიცარიიდან, ისრაელიდან და მსოფლიოს სხა ქვეყნებიდანაც სტუმრობენ. ნათია შალვაშვილის თქმით ტურისტებს არანაირი პრეტენზიები არ აქვთ არც მომსახურებასთან და არც ნაკრძალის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რადგან ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. ინფრასტრუქტურაში ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია სასტუმრო,გზამკვლევები, საპიკნიკე ადგილები(ტუალეტი, ნაგვის ურნა,ცეცხლის დასანთები ადგილი, მაგიდა), ხიდი, საკემპინგე ადგილები და ბილიკები. რაც შეეხება ფასებს ის შემდეგნაირად გამოიყურება: გიდი- 35 ლარი, ცხენი- 30 ლარი, კარავი-7 ლარი, კარვის ადგილი-5ლარი, საპიკნიკე ადგილი- 10 ლარი, ტყუპი ოთახი- 40 ლარი, მდიდრული აპარტამენტები-60 ლარი, საკონფერენციო დარბაზი- 150 ლარი, საძილე ტომრები- 5 ლარი, რუკზაკი- 5 ლარი. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი ფასების გამო ტურისტების ნაკლებობა სეზონის დაწყებისტანავე არ შეიმჩნევა. ნაკრძალში არსებობს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი. ყველა ვიზიტორს საშუალება ეძლევა უყუროს 15 წუთიან ფილმს ნაკრძალის შესახებ და გადაწყვიტოს რომელი მარშრუტი ურჩევნია. ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია სპეციალური ოთახი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოკრულია ინფორმაციული სტენდები ნაკრძალის შესახებ, ასევე მინის დახლებში განტავსებულია გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები და მონეტები. ამ ოთახის დათვალიერება ყველა ვიზიტორს და ტურისტს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ნაკრძალის პერიმეტრებში ვითარდება სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტურიზმი. ამ სფეროს ხელმძღვანელობს გიორგი მამუკელაშვიილი. მისი თქმით ისინი ატარებენ ძალიან ბევრ სემინარებს საქართველოს მასშტაბით. ძალიან აქტიურობენ მოსწავლეები, სტუდენტები უფრო პასიურები არიან ამ მხრივ. დაინტერესებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოხატავენ. ნაკრძალის ადმინისტრაცია სამომავლოდ სერვისის გაუმჯობესებსა გეგმავს.ისინი აპირებენ ბილიკების გაყვანას გოგირდის წყლებთან.” ეს პოლონელი ტურისტების მოთხოვნაა, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წყლების სამკურნალო თვისებებს”- განაცხადა ნათია შალვაშვილმა. ლაგოდეხის ნაკრძალში სეზონი მაისიდან იწყება, თუმცა პერიოდი აქტიური ივნისიდან ხდება. შესვლა უფასოა როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის. ასევე ერთნაირია მომსახურების ფასები.

Permalink Leave a Comment

Follow

Get every new post delivered to your Inbox.