რუსი მესაზღვრის მკვლელობა

18/06/2010 at 10:48 am (პოლიტიკა)

რუსული ინტერნეტგამოცემა ,,сегодня.ру” –ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოდორის ხეობაში რუსი მესაზღვრე მოკლეს.  იგივე ინტერნეტგამოცემა იუწყება, რომ მკვლელობა ქართველი ძალოვნების მიერ არის ჩადენილი და მათ წამებით მოკლეს რუსი მომსახურე.  წამების მოტივად კი გამოცემა სამხედრო ინფორმაციის მოპოვების მცდელობას  მიიჩნევს. დასახელებულია წამების ისეთი  ფორმები,როგორიცააა: ხელის თითებზე ფრჩხილების აძრობა, სახეში ცემა და ბოლოს გულ–მკერდის არეში დანით სამი ჭრილობის მიყენება.

ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვერტმფრენი რომელსაც საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა დაჭრილი მესაზღვრე, ადგილზე დაგვიანებით მივიდა და ჯარისკაცი გარდაიცვალა.

ქართული მხარე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და რუსული მხარის კიდევ ერთ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს

თამარ გულედანი

http://www.ambebi.ge

Permalink Leave a Comment