დაპროგრამებული ტვინები

13/06/2010 at 6:59 pm (საზოგადოება)

ბოლო ათი წლის განმავლობაში, საზოგადოების ყველა წევრისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ბავშვები კომპიუტერის გამოყენებას ადრეული ასაკიდან იწყებენ და ეს ხშირად ჩვევაშიც გადასდით.
კომპიუტერი და ინტერნეტი საჭიროა ბავშვის მომავალი განვითარებისთვის, განათლების მიღებისა და ინფორმირებულობისთვის , თუმცა ის მოზარდს გარკვეულ საფრთხეებსაც უქმნის.
ინტერნეტისგან მავნე ზეგავლენის დაცვის მიზნით იმართება საერთაშორისო კონფერენციები. ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სპეციალური კონვენცია შეიმუშავეს , რომელიც ისეთი ქმედებების დანაშაულებრივად ცნობას ითხოვს , როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფიული სცენების ამსახველი ვებ -საიტების არსებობა.
ისეთ სოციალურ ქსელებში ჩართულობამ, როგორიცაა  http://www.odnoklasniki.ru, http://www.facebook.xom, http://www.myspace. com ,და ა.შ. შესაძლებელია მოზარდზე ცუდად იმოქმედოს. ინფორმაცია, რომელიც ამგვარ საიტებზე თავსდება ყველასთვის ხელმისაწვდომია , რაც შესაძლებელია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ლონდონში , 13 წლის ბავშვმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ ინტერნეტში გაცნობილმა ბიჭმა შეხვედრაზე უარი უთხრა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ “ბიჭი”, რომელიც მასთან კონტაქტობდა მისი მეგობრის დედა იყო.
მაიკროსფტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი (“როგორ დავეხმაროთ თქვენს ბავშვებს უსაფრთხოდ გამოიყენონ ინტერნეტი”) ურჩევს მშობლებს რომ გააკონტროლოს იმ საიტებზე დარეგისტრირების ასაკობრივი ზღვარი , რომელსაც მოზარდი იყენებს. ასევე , გააფრთხილოს ბავშვი, რომ სოციალურ ქსელებში არ გამოიყენოს პირადი მონაცემები და ისეთი ფოტოსურათები, სადაც ქუჩის მისამართის გარკვევა იქნება შესაძლებელი.
ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ინტერნეტ-კაფე 24/24-ში ქსელური თამაშების მოყვარული ბავშვების ნაკადი დილიდან არ წყდება. ხშირად ისინი სკოლიდან პირდაპირ ინტერნეტ-კაფეში მიდიან და რამდენიმე საათს იქ ატარებენ. მათი რაოდენობა პიკს შუადღისა და საღამოს საათებში აღწევს . თამაშის შეწყვეტის მიზეზი თითქმის ყოველთვის თანხის გამოლევაა. ანალოგიური სიტუაციაა ნუცუბიძის ქუჩის 161-შიც , სადაც ქსელურ თამაშებში შეჯიბრებებიც კი იმართება.
ბავშვთა ფსიქოლოგის ჯანა კახიანისა და ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის გამართულ დისკუსიაში კომპიუტერზე დამოკიდებულების რამდენიმე მიზეზი გამოირკვა:
“მიზანს, რომელსაც ისახავს ბავშვი და კომპიუტერის საშუალებით თავად ახორციელებს. კომპიუტერული თამაშებით მიზნის განხორციელება ადვილი და სწრაფია. ბავშვი მიზნის განხორციელებაში თანამონაწილე ან მთავარი პირი ხდება. კომპიუტერის საშუალებით ბავშვს შეუძლია დაიკმაყოფილოს , რომელსაც რეალურად ვერ იკმაყოფილებს. კომპიუტერი იძლევა იმის საშუალებასაც, რომ ბავშვმა დაგროვილი უარყოფითი ენერგია და აგერსია დახარჯოს”
“თუ ბავშვი თავისი ხასიათით ჩაკეტილი და გულჩათხრობილია, კომპიუტერით სარგებლობა გამოსავალი ხდება მისთვის და იგი მთლიანად კარგავს რეალური ურთიერთობების სურვილს. ამ შემთხვევაში გამოსავალი მშობელმა უნდა მონახოს, ადრეული ასაკიდან მშობელი უნდა ზრუნავდეს შვილს თვითშეფასების უნარის ამაღლებაზე და მისი ინტერესების სფეროს მაქსიმალურად მრავალფეროვანს უნდა ხდიდეს ”
კომპიუტერზე მიჯაჭვულობას შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს : ნივთიერებათა ცვლის დარღვევა -სიმსუქნე, მხედველობის პათოლოგიები, უძილობა, ადაპტაციის უნარის დაკარგვა ანუ რეალობასთან შეუგუებლობა. “6-7 წლამდე ასაკის ბავშვმა მხოლოდ მინიმალური დოზით უნდა გამოიყენოს კომპიუტერი. ერთსა და იმავე მანძილზე დიდხანს მიმართული მზერა თვალშიდა კუნთის გადაძალვას იწვევს , რომელიც ცრუ მიოსპის ანუ ცრუ ახლომხედველობის განვითარების მიზეზი ხდება , რაც რეალური ახლომხედველობის ჩამოყალიბების საწინდარია ” – აცხადებს “ავერსის ” კლინიკის ბავშვთა ოფთალმოლოგი ნატალია მაღლაკელიძე
პედიატრი მარინა უროტაძე კი ამობს, რომ კომპიუტერი ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს
“აგერისული თამაშები მოზარდებს ფსიქიკას უცვლის. ბოლო წლებში დაფიქსირდა კომპიუტერული ეპილეფსიის შემთხვევებიც. კომპიუტერთან დიდიხანს ჯდომა გულის კუნთსაც აზიანებს ” – აღნიშნავს უროტაძე
ეკლესიას მიაჩნია, რომ ისეთი შინაარსის თამაშებმა , რომელშიც ხოცვა-ჟლეტა და ძალადობაა შესაძლებელია გამოიწვიოს მოზარდის ფსიქიკური დათრგუნვა სულიერი ფორიაქი და მასში ძალადობისკენ მიდრეკილება დაამკვიდროს. ეკლესიის რეკომენდაციაა მშობლებმა კი არ აუკრძალოს ბავშვებს კომპიუტერის გამოყენება , არამედ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი ავკარგიანობის შესახებ ”

ნინო ბოლაშვილი

Leave a comment